როგორც ნაპოლისთან დაახლოებული ჟურნალისტი ნიკოლო შირა წერს, აურელიო დე ლაურენტისი რეალ სოსიედადიდან ფეხბურთელის ყიდვას აპირებს.
ამავე ჟურნალისტის ინფორმაციით, ნაპოლის სურს, რომ ტაკეფუსა კუბო დაიმატოს, რომელსაც ბასკურ კლუბთან კონტრაქტი 2027 წლამდე აქვს გაფორმებული, მისი ამჟამინდელი სატრანსფერო ღირებულება კი 15 მილიონი ევროა.
აღსანიშნავია, რომ კუბო ბარსელონას აკადემიის აღზრდილია, თუმცა კლუბში ფეხი ვერ მოიკიდა და მადრიდის რეალში გადაბარგდა, საიდანაც იაპონელი ფეხბურთელი არაერთ კლუბში იყო განათხოვრებული, ახლა კი რეალ სოსიედადში თამაშობს.
ცნობისთვის, 22 წლის აზიელმა ფეხბურთელმა ამ სეზონში ბასკური კლუბის მაისურით 40 შეხვედრა ჩაატარა, გაიტანა რვა გოლი და ამდენივე საგოლე პასი მიითვალა.