ტრანსფერები | გიორგი მიქაუტაძის დამატებით კიდევ ერთი იტალიური გუნდი დაინტერესდა » სპორტის ხაზი

ტრანსფერები | გიორგი მიქაუტაძის დამატებით კიდევ ერთი იტალიური გუნდი დაინტერესდა

ტრანსფერები | გიორგი მიქაუტაძის დამატებით კიდევ ერთი იტალიური გუნდი დაინტერესდა
15-05-2023, 18:45
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ნაკრების და ფრანგული მეცის თავდამსხმელს, გიორგი მიქაუტაძეს რომ ბრწყინვალე სეზონი აქვს, ეს ყველასთვის კარგად ნაცნობი ფაქტია - ცხადია, ყოველივე ამან ქართველის მიმართ ევროპული კლუბების ინტერესი გაზარდა.

როგორც იტალიური გამოცემა Noibiancocelesti წერს, 22 წლის ქართველით ლაციო ინტერესდება. როგორც ზემოთხსენებული გამოცემა ირწმუნება, არწივებში მიქაუტაძეს ჩირო იმობილეს შემცვლელად განიხილავენ.

თავის მხირვ, იმობილე ჯერ ლაციოს დატოვებას არ აპირბეს, მაგრამ მაურიციო სარის სურს, რომ გუნდში მისი ალტერნატიული ვარიანტიც ჰყავდეს და ნელ-ნელა მოსალოდნელი სცენარისთვის მოემზადოს.

ცნობისთვის, გიორგი მიქაუტაძემ ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში 34 მატჩში 22 გოლის და 8 საგოლე გადაცემის შესრულება მოახერხა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი