გუშინ საქართველოს ეროვნული ნაკრების ამჟამინდელმა კაპიტანმა, გურამ კაშიამ და ყოფილმა კაპიტანმა, ჯაბა კანკავამ ბრატისლავის სლოვანთან შეთანხმება კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივეს.
“კაშიასა და კანკავას ელიტური წყვილი კიდევ ერთი წელი დაიცავს ჩვენი გუნდის ღირსებას. მათ სლოვანში მნიშვნელოვანი როლი აქვთ და ქომაგებისგანაც დიდ მხარდაჭერას იღებენ. მახარებს ის , რომ ეს ორი მოთამაშე კვლავ ჩვენთან იქნება” - განაცხადა “სლოვანის” გენერალურმა დირექტორმა, ივა კმოტრიკმა.
ბრატისლავურ კლუბში კაშია და კანკავა 2021 წლიდან ასპარეზობენ. 2022 წელს მათ გიორგი ჩაკვეტაძეც შეუერთდა, თუმცა მისი მომავალი სლოვაკურ კლუბში გაურკვეველია.