სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა საფრანგეთის ლიგა 2-ის შეხვედრა, რომელშიც ბორდომ კაენს უმასპინძლა და მეტოქე მინიმალური სხვაობით, 1:0 დაამარცხა.
აღსანიშნავია, რომ მატჩის ერთადერთი გოლი ქართველმა ფეხბურთელმა, ზურიკო დავითაშვილმა პირველ ტაიმში გაიტანა და თავის გუნდ უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოუტანა.
რაც შეეხება ზურიკოს შეფასებას, მას უცხოურმა Sofascore-მ 7.7 სარეიტინგო ქულა დაუწერა, რომლითაც ის მატჩის საუკეთესოდ დასახელდა (კაენის ალი აბდისთან ერთად).
ცნობისთვის, ამ მომენტისთვის ბორდო ლიგა 2-ის მეორე ადგილს 65 ქულით იკავებს.