როგორც ჟურნალისტი ხერარდ რომერო იტყობინება, ლიონელ მესი ოჯახის წევრებთან და თავის წარმომადგენლებთან ერთად ბარსელონაში ჩაფრინდა. მან აეროპორტი სამთავრობო გამოსასვლელიდან დატოვა. ბოლო პერიოდში Muno Deportivo იტყობინება, რომ არგენტინელი ესპანურ კლუბში დაბრუნდება. მას “პსჟ-სთან” კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება და არ აპირებს შეთანხმების გახანგრძლივებას.