მოგეხსენებათ, რომ გიორგი მიქაუტაძემ გუშინდელ მატჩში “სენტ ეტიენთან” დუბლი მიითვალა. ქართველი ფეხბურთელი ბრწყინვალე ფორმაშია, 31 მატჩში 19 გოლი და 7 საგოლე გადაცემა აქვს. ამ მაჩვენებლით იგი ბომბარდირთა დავაში პირველია.
ჟორჟის შესანიშნავ ასპარეზიბას beIN Sport-ი გამოეხმაურა. მისმა ერთ-ერთმა წამყვანმა, რობერტ მალმიმ, რომელიც თავის დროზე “ლანსისა” და “ტულუზას” ღირსებას იცავდა, ქართველ შემტევზე ისაუბრა:
“ვუყურებთ მიქაუტაძის თამაშს, სადაც ნათლად ჩანს, რომ მომენტების ინდივიდუალურად შექმნის უნარი გააჩნია. გიორგის მეტოქეთა ჩამოშორება და სივრცეების ათვისებაც კარგად გამოსდის, ასევე ზუსტი დარტყმები აქვს.”