იტალიელი მენეჯერი საბატინო დურანტე "ნაპოლის" საჩემპიონო შანსებსა და მისი წარმატების ერთ-ერთ მთავარ შემოქმედზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე საუბრობს:
"ჩემი აზრით, იტალიის ჩემპიონატის მოგების მთავარი ფავორიტი ნაპოლია, რაც გუნდმა როგორც შიდა, ასევე გარე ასპარეზზეც დაამტკიცა. საინტერესოა, თუ როგორი გუნდი იქნება ნაპოლი მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ".
"ხვიჩა კვარაცხელია? - ის ნამდვილი ტალანტია. ვფიქრობ, თუ კვარაცხელია ლუჩანოს ყველაფერს დაუჯერებს, მას შეუძლია, რომ უდიდესი ფეხბურთელი გახდეს. ხომ ნახეთ როგორ შეაქო კარლო ანჩელოტიმ ქართველი ფეხბურთელი? - ის არასდროს ცდება და ტყუილად არავის აქებს", - საბატინო დურანტე.