იტალიურ მედიაში ვრცელდება მილანისა და ნაპოლის ყოფილი ფეხბურთელის, ნიკოლა პოცის კომენტარი, რომელიც რაფაელ ლეაოსა და ხვიჩა კვარაცხელიას შორის საუკეთესოს არჩევას შეეხება:
"მათ შორის მუდმივად ხვიჩას ავირჩევ, რომელიც საგოლე პასებს თავის კონკურენტთან შედარებით უფრო ხშირად აკეთებს. გარდა ამისა, კვარაცხელია რაფაელს ვიწრო სივრცეში თამაშითაც მირჩევნია. მას შეუძლია, რომ მარცხნიდან მარჯვნივ ოსტატურად გადავიდეს, ლეაო კი მეტად სწორხაზოვანია, უმეტესად ერთსა და იმავე მოძრაობას ეყრდნობა."
"ვფიქრობ, თუ ხვიჩა კვარაცხელიასა და რაფაელ ლეაოს შორის შეუჩერებელი ვინმეა, ეს აუცილებლად ქართველია." - თქვა ნიკოლამ
შეგახსენებთ, რომ ნაპოლისა და მილანის მეორე 1/4 ფინალური მატჩი 18 აპრილს მარადონაზე გაიმართება.