2.5 მილიარდის სანაცვლოდ | ხვიჩა კვარაცხელიას მომავალი კინაღამ არაბების ხელში აღმოჩნდა » სპორტის ხაზი

2.5 მილიარდის სანაცვლოდ | ხვიჩა კვარაცხელიას მომავალი კინაღამ არაბების ხელში აღმოჩნდა

2.5 მილიარდის სანაცვლოდ | ხვიჩა კვარაცხელიას მომავალი კინაღამ არაბების ხელში აღმოჩნდა
11-04-2023, 19:30
Aa Aa
გაზიარება:

როგორც Calciomercato წერს, არაბული ფონდი ნაპოლის ყიდვას გასული წლის ზაფხულში ცდილობდა.

ამავე წყაროს ინფორმაციით, არაბები ნეაპოლური კლუბის სანაცვლოდ 2.5 მილიარდ ევროს იხდიდნენ, თუმცა მათ დე ლაურენტისისგან მკაცრი უარი მიიღეს:

"დიახ, შარშან მართლაც იყო ასეთი შემოთავაზება, თუმცა მას ხელი არ მოვაწერე, რადგან ნაპოლის გაყიდვა ჩემი პრიორიტეტი არაა. ეს კლუბი ჩვენს ოჯახს ეკუთვნის და მისი მართვით დიდ სიამოვნებას ვიღებთ, არც კი ვიცი მისი გასხვისების შემდეგ რა უნდა გვეკეთებინა."

"მე ნეაპოლიტანური ფესვები მაქვს და სხვა კლუბის ყიდვა არაფერში მჭირდება, აქაურობა ძალიან მიყვარს. ნაპოლის იქამდე შევინარჩუნებთ, სანამ ამ საქმეებით ძალიან არ დავიღლებით."
- თქვა დე ლაურენტისმა

ცნობისთვის, რამდენიმე კვირის წინ იმის შესახებაც დაიწერა, რომ ნაპოლის პრეზიდენტმა კლუბის გაყიდვაზე მოლაპარაკებები გიგანტურ ამერიკულ კომპანიასთან უკვე დაიწყო, თუმცა ამასთან დაკავშირებით ახალი ჯერჯერობით არაფერია.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი