"დე ლაურენტისმა ნაპოლი გიგანტურ ამერიკულ კომპანიას მიჰყიდა" | Spazionapoli » სპორტის ხაზი

"დე ლაურენტისმა ნაპოლი გიგანტურ ამერიკულ კომპანიას მიჰყიდა" | Spazionapoli

"დე ლაურენტისმა ნაპოლი გიგანტურ ამერიკულ კომპანიას მიჰყიდა" | Spazionapoli
22-02-2023, 17:00
Aa Aa
გაზიარება:

რამდენიმე საათის წინ, ერთ-ერთმა ნეაპოლურმა ვებგვერდმა, კერძოდ Spazionapoli-მ გამაოგნებელი სიახლის შესახებ დაწერა. როგორც ამავე წყაროს ინფორმაციით ვიგებთ, დე ლაურენტისი აპირებს, რომ ნაპოლი გიგანტურ ამერიკულ კომპანიას მიჰყიდოს.

იტალიური გვერდი წერს, რომ ამავე ინფორმაციას ადრიანო ბაკონი (სპორტული კომენტატორი და მწვრთნელი) და ლუკა მომბლანო (ჟურნალისტი) ავრცელებენ და ორივე ადასტურებს, რომ ნაპოლი გასხვისებასთან ერთ ნაბიჯშია:

"ეს ბომბის აფეთქებას ჰგავს, რადგან ნაპოლი ამერიკულ კომპანიაზე უკვე გაყიდულია, თანაც ისეთ მსხვილ კომპანიებზეა საუბარი, როგორებიც Amazon და Apple არიან." - ანდრიანო ბაკონი

"ნაპოლი იყიდება და წინასწარი შეთანხმება 800 მილიონი ევროს თაობაზე მიღწეულია, რომელსაც დე ლაურენტისისა და მყიდველის ხელმოწერა უკვე აქვს. რაც შეეხება ახალ მფლობელს, ის დასავლეთის ქვეყნიდანაა." - ლუკა მომბლანო

ცნობისთვის, Spazionapoli ნეაპოლურ გუნდთან ერთ-ერთი ყველაზე ღრმად დაკავშირებული იტალიური ვებგვერდია და წესით, მათგან მსგავსი ტიპის ინფორმაციის მოსმენა რაღაცაზე უნდა მიუთითებდეს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი