ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა დამრიგებელმა, ვლადიმერ ვაისმა ისაუბრა, რომელმაც აღნიშნა, რომ კვარას მომავალში ოქროს ბურთის მოგება შეუძლია:
"მას ნამდვილად შეუძლია, რომ მომავლაში მსოფლიოს საუკეთესო გახდეს და შესაბამისად, ოქროს ბურთიც მოიგოს."
"ვფიქრობ, ხვიჩასთვის ნაპოლი შესანიშნავი გუნდია, რომელსაც არანაკლებ კარგი მწვრთნელი ჰყავს. ამ სეზონში კვარაცხელიას ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ."
"დარწმუნებული ვარ, რომ მის კარიერაში ნაპოლი ბოლო დიდი კლუბი არ იქნება. ჩემი აზრით, ხვიჩას თავისუფლად შეუძლია, რომ ესპანეთისა და ინგლისის გრანდებში ითამაშოს." - ვლადიმერ ვაისი