იტალიის სერია A-ს 29-ე ტურში “კრემონეზე” “სამპდორიას” ესტუმრა და დაძაბულ ბრძოლაში ანგარიშით 3-2 იმარჯვა. ქართველმა ფეხბურთელმა, ლუკა ლოჩოშვილმა იტალიური კლუბის მაისურით პირველი გოლი გაიტანა, თანაც მაშინ, როცა “კრემონეზე” 1-2 მარცხდებოდა.
ვნახოთ, რას წერენ მასზე მედიაში:
Tuttomercatoweb - “დაცვაში იდეალურად არ უთამაშია, კონცენტრაციას კარგავდა, თუმცა თამაშის მიწურულს გოლი მკერდით გაიტანა და კრემონულ გუნდს იმედი დაუბრუნდა, შეტევაში კარგად ჩაერთო.”
Calciomercato - "ლამერსის მიერ გატანილი გოლისას შეცდა, მან და ბიანკეტიმ დარტყმის საშუალება მისცეს, ვერ გაანეიტრალეს. ლოჩოშვილმა შეცდომა გოლით გამოისყიდა.”