გუშინ ესპანეთის სამეფო თასის მეორე ნახევარფინალური მატჩი გაიმართა. “რეალი” “ბარსელონას” ესტუმრა და ანგარიშით 4-0 დაამარცხა. შეხვედრის დასრულების შემდგომ კარლო ანჩელოტიმ მედიასთან ისაუბრა.
“წინა თამაშები ჩვენ რეალურ ძალას არ ასახავდა. ჩვენ ახლაც იგივე მიდგომები გვქონდა და, რა თქმა უნდა, მოედანზე გამარჯვებისთვის გავდივართ. კამავინგას თამაშით ძალიან კმაყოფილი ვარ, ბენზემა კი დიდებული მოთამაშეა. სხვა სათქმელი არ მაქვს, უბრალოდ ბედნიერი ვარ, რომ ასეთ დიდებულ კლუბს ვწვრთნი. გამარჯვება სტადიონის ნაცვლად გასახდელში აღვნიშნეთ” - განაცხადა იტალიელმა სპეციალისტმა.