"ხვიჩა კვარაცხელია ნამდვილი იმპერატორია" - BeSoccer Pro კვარაზე წერს » სპორტის ხაზი

"ხვიჩა კვარაცხელია ნამდვილი იმპერატორია" - BeSoccer Pro კვარაზე წერს

"ხვიჩა კვარაცხელია ნამდვილი იმპერატორია" - BeSoccer Pro კვარაზე წერს
6-04-2023, 20:00
Aa Aa
გაზიარება:

უცხოური სპორტული გამოცემა, კერძოდ BeSoccer Pro სტატიას იმ მოთამაშეების შესახებ აქვეყნებს, რომელთაც 2022/2023 წლების სეზონის ერთ შეხვედრაში გოლი და საგოლე პასი ერთდროულად ხუთჯერ აქვთ მითვლილი.

მათი სტატისტიკით, ასეთი ფეხბურთელი ევროპის ტოპ 5 ლიგაში მხოლოდ სამია: ლეო მესი, ნეიმარი და ხვიჩა კვარაცხელია:

"გოლების გატანასთან ერთად საგოლე გადაცემებიც აკეთო, ეს მხოლოდ ვარსკვლავებს შეუძლიათ. ევროპის წამყვან ჩემპიონატებში სტატისტიკურად მესისა და ნეიმარს მხოლოდ ხვიჩა კვარაცხელია უწევს კონკურენციას. პსჟ-ის დუეტი ორი მეფისგან შედგება, ხვიჩა კი ნამდვილი იმპერატორია, რომელმაც ტოპ 3-ში მყარი ადგილი დაიმკვიდრა. ქართველი ფეხბურთელის შემთხვევა ძალიან საინტერესოა, რადგან ის სერია A-ში მხოლოდ პირველ სეზონს ატარებს."

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ამ სეზონში ნაპოლის მაისურით 14 გოლი და ამდენივე საგოლე პასი აქვს მითვლილი.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი