როგორც იცით, ხვიჩა კვარაცხელია იტალიის ჩემპიონატის მარტის თვის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.
ამის აღსანიშნად ნაპოლიმ სოციალურ ქსელში კვარას კადრები გამოაქვეყნა, რომელშიც კარგად ჩანს თუ რატომ დაიმსახურა ქართველმა შემტევმა ეს ჯილდო, - იხილეთ ვიდეო.
ცნობისთვის, კვარაცხელიამ თვის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი ამ სეზონში უკვე მესამედ მოიგო, რაც იტალიის ჩემპიონატში აქამდე არასდროს მომხდარა.