როგორც მოგეხსენებათ, ბრაზილიის ეროვნული ნაკრებისა და ფრანგული “პსჟ-ის” შემტევმა, ნეიმარმა ტრავმა აქვს და მიმდინარე სეზონში თამაშს ვეღარ შეძლებს. ასევე შესაძლოა, რომ ბრაზილიელმა პარიზული კლუბის რიგებში ვეღარ იასპარეზოს, რადგან გუნდი მის გაყიდვაზე სერიოზულად ფიქრობს.
L’EQUIPE-ის ინფორმაციით, ნეიმარს “პარი სენ-ჟერმენის” დატოვება არ სურს და იქ ყოფნით ძალზედ კმაყოფილია. ბრაზილიელსა და პარიზულ კლუბს შორის შეთანხმება 2027 წლის ივნისამდეა ძალაში.
31 წლის თავდამსხმელმა ამ სეზონში 29 შეხვედრის ჩატარება მოასწრო, 18 გოლი გაიტანა და 17 საგოლე გადაცემა შეასრულა.