გუშინ, პოლონეთის ჩემპიონატის 25-ე ტურის შეხვედრაში ვიძევმა ლეხს უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა.
აღსანიშნავია, რომ სტუმართა შემადგენლობიდან თავის გამოჩენა ისევ მოახერხა ნიკა კვეკვესკირმა, რომელმაც ლამაზი საგოლე პასით მარჩვინსკის გაატანინა - იხილეთ ვიდეო.
ცნობისთვის, კვეკვემ წინა თამაშშიც გაიბრწყინა, მან კონფერენს ლიგაში დიურგარდენს გაუტანა და საგოლე პასიც მიითვალა.
ამდენად, სასიხარულოა, რომ ნიკა კვეკვესკირი სანაკრებო პაუზას კარგ სათამაშო ფორმაში ხვდება..