მოგეხსენებათ, იტალიის სერია ა-ს 26-ე ტურის შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლიმ ატალანტას უმასპინძლა და მეტოქე 2:0 დაამარცხა.
აღნიშნულ შეხვედრაში ქართველმა შემტევმა მორიგი შედევრი შემოგვთავაზა და საოცარი გოლიც გაიტანა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, მატჩს ლეგენდარული იტალიელი მცველი, ფაბიო კანავაროც ესწრებოდა, რომელმაც ქართველ შემტევზე ისაუბრა:
"ხვიჩა ფენომენალური ფეხბურთელია. თუ ბურთის მიღების უფლებას მისცემ, გაგარღვევს! ის ძლიერი და თავდაჯერებულია, ასევე ბურთის მიღებისთანავე პირდაპირ მეტოქეს უტევს", - განაცხადა კანავარომ.