IFFHS-მა ბოლო 36 წლის განმავლობაში მოთამაშე საუკეთესო მეკარეების სია გამოაქვეყნა (ფოტო) » სპორტის ხაზი

IFFHS-მა ბოლო 36 წლის განმავლობაში მოთამაშე საუკეთესო მეკარეების სია გამოაქვეყნა (ფოტო)

IFFHS-მა ბოლო 36 წლის განმავლობაში მოთამაშე საუკეთესო მეკარეების სია გამოაქვეყნა (ფოტო)
10-03-2023, 18:01
Aa Aa
გაზიარება:

საფეხბურთო ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ (IFFHS) 1987 წლის შემდეგ მოთამაშე საუკეთესო მეკარე დაასახელა.

IFFHS-მა რეიტინგი თავისივე არჩევანზე დაყრდნობით შეადგინა - ვინც 1987 წლის შემდეგ მათი აზრით წლის საუკეთესო მეკარე ხდებოდა, 20 ქულას იღებდა, მეორეზე გასული 19-ს და ა.შ.

უკანასკნელი 36 წლის საუკეთესო გოლკიპერად ჯანლუიჯი ბუფონი 357 ქულით დასახელდა, ხოლო მეორე ადგილზე იკერ კასილასი 260 ქულით გავიდა.

გაეცანით საუკეთესო მეკარეების ათეულს:
1. ჯანლუიჯი ბუფონი (იტალია) 357 ქულა
2. იკერ კასილასი (ესპანეთი) 260 ქულა
3. მანუელ ნოიერი (გერმანია) 219 ქულა
4. პეტრ ჩეხი (ჩეხეთი) 218 ქულა
5. ედვინ ვან დერ სარი (ნიდერლანდები) 201 ქულა
6. პიტერ შმეიხელი (დანია) 179 ქულა
7. ოლივერ კანი (გერმანია) 162 ქულა
8. ტიბო კურტუა (ბელგია) 150 ქულა
9. ხოსე ლუის ჩილავერტი (პარაგვაი) 146 ქულა
10. ვალტერ ძენგა (იტალია) 132 ქულა

IFFHS-მა ბოლო 36 წლის განმავლობაში მოთამაშე საუკეთესო მეკარეების სია გამოაქვეყნა (ფოტო)


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი