ხვიჩას ეფექტი | სპალეტი საუკეთესო მწვრთნელის კანდიდატთა სიაში მოხვდა! » სპორტის ხაზი

ხვიჩას ეფექტი | სპალეტი საუკეთესო მწვრთნელის კანდიდატთა სიაში მოხვდა!

ხვიჩას ეფექტი | სპალეტი საუკეთესო მწვრთნელის კანდიდატთა სიაში მოხვდა!
2-01-2023, 22:00
Aa Aa
გაზიარება:

ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ, იგივე IFFHS-მ იმ მწვრთნელების სია შეადგინა, რომლებსაც წლის ბოლოს, საუკეთესო მენეჯერის წოდების მოგება შეუძლიათ.

აღსანიშნავია, რომ ამავე სიაში ვხვდებით ნაპოლის 63 წლის სპეციალისტს, ლუჩანო სპალეტის, რომლის წარმატებაშიც, ცხადია, ხვიჩა კვარაცხელიას ძალიან დიდი როლი აქვს შეტანილი.

ცნობისთვის, ლუჩანო სპალეტის გარდა, ნახსენებ სიაში კიდევ 14 კანდიდატს ვხვდებით, ესენი არიან: კარლო ანჩელოტი, პეპ გვარდიოლა, იურგენ კლოპი, ჟოზე მოურინიო და სხვა სახელოვანი მწვრთნელები.

შეგახსენებთ, რომ საუკეთესო მწვრთნელი იანვრის ცერემონიალზე გამოვლინდება. აქვე გეტყვით იმასაც, რომ გასული წლის საუკეთესო მწვრთნელი გერმანელი სპეციალისტი, თომას ტუხელი გახდა, რომელიც ბედის ირონიით, ამჟამად უმუშევარია.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი