როგორც იცით, ჯანო ანანიძეს საფეხბურთო კარიერის უდიდესი ნაწილი მოსკოვის სპარტაკში აქვს გატარებული.
ჩვენ კი სწორედ ჯანოს რუსეთში გატარებულ პერიოდს გავიხსენებთ და მისი ყოფილი თანაგუნდელის, სილვიუს ნიმელის კომენტარს გიჩვენებთ, რომელმაც ანანიძესთან ერთად განცდილი სახალისო ისტორია გაიხსენა:
"2018 წელს რიგით მატჩს ვთამაშობდით, შეხვედრა 1:1 დასრულდა, თუმცა რაც შემდეგ მოხდა ყველაზე მეტად ზუსტად ის დამამახსოვრდა. ჩვენივე თვითმფრინავით მოსკოვისკენ გავფრინდით და დაახლოებით ნახევარ საათში ტურბულენტურ ზონაში მოვხვდით, ეს საშინელი შეგრძნება იყო და შიში ჩემს სახეზე აშკარად იკითხებოდა, თუმცა უკან როცა მივიხედე დავრწმუნდი, რომ ჯანო უარეს მდგომარეობაში იყო, ისეთი სახე ჰქონდა გეგონებოდათ მალე ტირილს დაიწყებსო, ლოცულობდა და სკამის სახელურს ხელს მაგრად უჭერდა."
შეგახსენებთ, რომ ჯანო ანანიძე პირველად რუსეთის ჩემპიონატში 2009 წელს გამოჩნდა და იყო პერიოდი, როდესაც მას უდიდეს მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ, თუმცა გაუთავებელმა ტრავმებმა ყველაფერი თავდაყირა დააყენა.