როგორც ინგლისური მედია ამბობს, “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი სამიზნე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში “ტოტენჰემის” ყველა დროის საუკეთესო ბომბარდიდი ჰარი კეინია.
The Sun-ს თუ დავუჯერებთ, “წითელი ეშმაკები” ამ საქმეში საკმაოდ მოტივირებულები და იმედი აქვთ, რომ “დეზები” ინგლისელი შემტევის ფასს შეამცირებენ. ამ აზრს ისიც ამყარებს, რომ 29 წლის კეინს “ტოტენჰემთან” კონტრაქტი 2024 წელს ეწურება.
მიმდინარე , 2022/23 წლების სეზონში კეინს 36 მატჩი აქვს ჩატარებული და 20 გოლთან ერთად 4 საგოლე გადაცემაც მიითვალა.