ტრავმა იმაზე სერიოზული აღმოჩნდა, ვიდრე ელოდნენ - ნეიმარისთვის სეზონი დასრულებულია » სპორტის ხაზი

ტრავმა იმაზე სერიოზული აღმოჩნდა, ვიდრე ელოდნენ - ნეიმარისთვის სეზონი დასრულებულია

ტრავმა იმაზე სერიოზული აღმოჩნდა, ვიდრე ელოდნენ - ნეიმარისთვის სეზონი დასრულებულია
6-03-2023, 21:46
Aa Aa
გაზიარება:

ცოტა ხნის წინ პსჟ-მ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ნეიმარი ტერფის ტრავმის გამო 3-4 თვეს გამოტოვებს, რაც იმას ნიშნავს, რომ პსჟ-ს ბრაზილიელი ვარსკვლავისთის სეზონი ნაადრევად დასრულდა.

მოგეხსენებათ, 8 მარტს ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის განმეორებით შეხვედრაში, მიუნხენის ბაიერნი შინ პსჟ-ს უმასპინძლებს. ამ გუნდების პირველი
დაპირისპირება, ნაგელსმანის გუნდის გამარჯვებით (0-1) დასრულდა.

ცნობისთვის, ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში ნეიმარმა 20 შეხვედრა ჩაატარა, სადაც თავის გამოჩენა 13 გოლით და 11 საგოლე გადაცემით მოახერხა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი