როგორც The Athletic წერს, მადრიდის რეალმა მთავარი მწვრთნელის გათავისუფლების საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო.
ამავე წყაროს ინფორმაციით, თუ კარლო ანჩელოტი სეზონს უტიტულოდ დაასრულებს, მაშინ სამეფო გუნდი მას მთავარი მწვრთნელის პოსტიდან მოხსნის.
საგულისხმოა, რომ გარკვეული ხნით ადრე, იტალიელი სპეციალისტი ტრანსფერების აუცილებლობაზე საუბრობდა, თუმცა რეალში არავის დამატებაზე არ უფიქრიათ. შესაბამისად, გათავისუფლების შემთხვევაში კარლო ანჩელოტის გასასამართლებელი არგუმენტი ექნება.
შეგახსენებთ, რომ მადრიდის რეალმა ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის პირველი მატჩი ლივერპულთან 2-5 მოიგო, ხოლო კოპა დელ რეის პირველ შეხვედრაში ბარსელონასთან 0-1 დამარცხდა. გარდა ამისა, ანჩელოტის გუნდი ლა ლიგაში ბლაუგრანას 9 ქულით ჩამორჩება.