რამდენიმე დღის წინ, მაროკოს ეროვნული ნაკრებისა და პარი სენ-ჟერმენის ფეხბურთელი სკანდალში გაეხვა.
როგორც უცხოურმა მედიამ დაწერა, ჰაკიმის ახალგაზრდა ქალი ბრალს გაუპატიურებაში სდებდა და მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებული ჩივილს არ აპირებდა, ადგილობრივმა პოლიციამ გამოძიება მაინც დაიწყო.
დღევანდელი ინფორმაციის მიხედვით, აშრაფი პოლიციაში 3 მარტს დაიბარეს და ბრალიც ოფიციალურად წაუყენეს. როგორც L'equipe გვამცნობს, მაროკოელ მცველს დაზარალებულთან კონტაქტი ეკრძალება, გარდა ამისა ჰაკიმი სასამართლოს მეთვალყურეობის ქვეშ იქნება.
ცნობისთვის, როგორც ჰაკიმიმ, ისე მისმა დაქირავებულმა ადვოკატმა ფეხბურთელისადმი წაყენებული ბრალდება უარყვეს. ასევე, პარი სენ-ჟერმენმა თავის წევრს მხარდაჭერა ოფიციალურად გამოუცხადა.