ცნობილი გახდა, რომ არველაძეების ფონდი 2022 წლის 28 სექტემბრიდან დაასპონსორებს პროექტს, რომელიც საქართველოში არსებული 64 ბიბლიოთეკის განახლებასა და ახალი წიგნებით მომარაგებას ითვალისწინებს.
"როდესაც გავიგეთ, რომ ეს პროექტი დაფინანსების გარეშე დარჩა, დიდი სიამოვნებით ჩავერთეთ და ჩვენს თავზე ავიღეთ პასუხისმგებლობა. როგორც იცით, 64-ვე ბიბლიოთეკა 900 ლარიან ვაუჩერს მიიღებს, ხოლო წიგნების ტიპის არჩევანში ისინი თავისუფალნი იქნებიან. ვფიქრობ, ყველასთვის კარგი პროექტი იქნება და შესაძლოა, სამაგალითოც კი."
"მინდა მადლობა გადავუხადო წიგნის გამავრცელებელ და გამომცემელ ასოციაციას, რომელთანაც გვქონდა ურთიერთობა და ვფიქრობ, რომ კიდევ ბევრი პროექტის შესახებ შეგვიძლია საუბარი და თანამშრომლობა", - შოთა არველაძე.