მიტროვიჩმა კრიშტიანუსა და ლეოს აჯობა! » სპორტის ხაზი

მიტროვიჩმა კრიშტიანუსა და ლეოს აჯობა!

მიტროვიჩმა კრიშტიანუსა და ლეოს აჯობა!
28-09-2022, 22:15
Aa Aa
გაზიარება:

სოციალურ ქსელებში Squawka განმაცვიფრებელ სტატისტიკას ავრცელებს:

"ალექსანდრ მიტროვიჩს ნაკრებში 50 გოლის გასატანად უფრო ცოტა შეხვედრის გამართვა დასჭირდა (76), ვიდრე კრიშტიანუსა (114) და ლიონელ მესის (107)".

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში მიტროვიჩმა ინგლისის "ჩემპიონშიპში" 43 გოლი გაიტანა და "ფულჰემი" "პრემიერ ლიგაში" დააწინაურა. მაშინ, როდესაც 2022/2023 წლების ინგლისის ჩემპიონატი დაიწყო, ხალხის საუბარი არ წყდებოდა იმის შესახებ, რომ სერბი გოლების პერმანენტულად გატანას უმაღლეს დივიზიონში ვერ შეძლებდა, თუმცა, ფაქტია, რომ მიტროვიჩის ანგარიშზე 7 თამაშში უკვე 6 გოლია და სერბი "პრემიერ ლიგის" ბომბარდირთა დავის ერთ-ერთ მოწინავე პოზიციას იკავებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი