რამდენიმე დღის წინ, ხვიჩა კვარაცხელიამ სასუოლოს გენიალური გოლი გაუტანა, რასაც მატჩის პარალელურად, იტალიელი ყოფილი რადიოკომენტატორი, რიკარდო კუკი გამოეხმაურა, რომელმაც სინანული არ დამალა:
"ჩემთვის სულ უფრო და უფრო დასანანია, რომ კომენტატორობა ხვიჩა კვარაცხელიას გამოჩენამდე შევწყვიტე" - დაწერა რიკარდომ, რომელიც იტალიაში ამავე პროფესიით მთელი 30 წლის განმავლობაში მუშაობდა, შესაბამისად, მისთვის ლეგენდის სტატუსის მინიჭება იოლად შეგვიძლია.
სხვათაშორის, პირველი ტაიმის შემდეგ, სოციალურ ქსელში პოსტი კიდევ ერთმა იტალიის ჩემპიონატთან დაკავშირებულმა პირმა, ამჯერად ჟერარ დეულოფეუმაც გამოაქვეყნა, რომელმაც ქართველს სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელი უწოდა!
შეგახსენებთ, რომ ნაპოლი მომდევნო შეხვედრას ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის ეგიდით გამართავს, მეტოქე კი ფრანკფურტის აინტრახტი იქნება (21 თებერვალი).