ჯორჯო კიაშინიმ, რომელიც კარლო ანჩელოტის ასისტენტი "ნაპოლიში" მუშაობის დროს იყო ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა და თქვა, რომ ქართველ ფეხბურთელს განსაკუთრებული სათამაშო ხარისხი გააჩნია:
"ხვიჩა კვარაცხელია ახალი რიკარდო კაკა არ გახლავთ, თუმცა მას განსაკუთრებული სათამაშო ხარისხი გააჩნია, რასაც, პრაქტიკულად ყველა თამაშში ამტკიცებს. ხვიჩა ისეთი მოთამაშეა, ვისაც შეუძლია, რომ მწვრთნელსა თუ კლუბს უდიდესი პოტენციალი და შესაძლებლობა მისცეს. ვფიქრობ, ნაპოლის ხელმძღვანელობა კომპლიმენტებს იმსახურებს, რადგან კვარაცხელიას მსგავსი მოთამაშის მონახვა და შემდეგ მისი გადაბირება იოლი საქმე სულაც არაა." - თქვა ანჩელოტის ყოფილმა ასისტენტმა.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლი" მომდევნო შეხვედრას "უდინეზეს" წინააღმდეგ 12 ნოემბერს გამართავს.