VIDEO: ის რაც ყველას გამორჩა | დე ბრუინმა მიკელ არტეტას ხელი უბიძგა » სპორტის ხაზი

VIDEO: ის რაც ყველას გამორჩა | დე ბრუინმა მიკელ არტეტას ხელი უბიძგა

VIDEO: ის რაც ყველას გამორჩა | დე ბრუინმა მიკელ არტეტას ხელი უბიძგა
16-02-2023, 19:00
Aa Aa
გაზიარება:

გუშინ, ჩემპიონთა ლიგის პარალელურად, ინგლისის ჩემპიონატის გამორჩეული შეხვედრა გაიმართა, რომელშიც მანჩესტერ სიტიმ არსენალი სტუმრად 1:3 დაამარცხა და პრემიერ ლიგის პირველ ადგილზე გადავიდა.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად კევინ დე ბრუინი დასახელდა (8.2 შეფასება), რომელმაც "მეთოფეების" წინააღმდეგ გოლი და საგოლე გადაცემა მიითვალა.

საგულისხმოა, რომ საუკეთესოდ დასახელების გარდა, ბელგიელი ნახევარმცველი კიდევ ერთი ასპექტით გამოირჩა. საქმე ისაა, რომ ერთ-ერთ ეპიზოდში დე ბრუინი აუტის მოსაწოდებლად მიდიოდა, მიკელ არტეტამ კი ბურთის დამალვა სცადა, რამაც კევინი გააღიზიანა და არსენალის თავკაცს ხელი უბიძგა - იხილეთ ვიდეო.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი