კობიაშვილი: “ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა” » სპორტის ხაზი

კობიაშვილი: “ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა”

კობიაშვილი: “ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა”
4-02-2023, 18:30
Aa Aa
გაზიარება:

როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას მომდევნო 4 წლის მანძილზე კვლავ ლევან კობიაშვილი უხელმძღვანელებს. იგი ერთადერთი იყო, ვინც კანდიდატურა წარადგინა.

“ უდიდესი პასუხისმგებლობაა და ეს ჩემთვის პირველივე დღიდან ცხადი იყო. მქონდა პატივი, რომ ვყოფილიყავი ამ არაჩვეულებრივი ორგანიზაციის, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი.

ძალიან დიდი შრომაა საჭირო, რათა საქმე კარგად აკეთო და ის დიდი ოჯახი, რასაც ქართული ფეხბურთი ჰქვია, გააერთიანო.

პრობლემები, რა თქმა უნდა, ახლაც არის, მაგრამ ცხადია ისიც, რომ პოზიტივიც შევქმენით, რაღაცები გავაკეთეთ. მაგრამ მეტია საჭირო, ამით არ უნდა დავკმაყოფილდეთ.

დიდი მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის. დელეგატებს, საზოგადოებას, გულშემატკივრებს, მედიის წარმომადგენლებს” - განაცხადა კობიაშვილმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი