ქართველი და ნეაპოლელი გულშემატკივრების ყურადღება მთლიანად სერია A-ს მე-20 ტურის ცენტრალური მატჩისკენ არის გადართული, სადაც "ნაპოლი" და "რომა" ერთმანეთს დაუპირისპირდებიან და მათთვის მნიშვნელოვანი 3 ქულის მოპოვებას შეეცდებიან.
რატომ არის სამი ქულა მნიშვნელოვანი? - პარტენოპეი იდეალურ ფორმაშია, გუნდს მიმდინარე სეზონში იტალიის ჩემპიონატში მხოლოდ ერთი მატჩი აქვს წაგებული. ამასთან სპალეტის ბიჭები მეორე ადგილოსან "მილანს" 12 ქულით უსწრებენ და "რომასთან" მოგების შემთხვევაში "სკუდეტოს" კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდებიან.
რაც შეეხება "ჯალაროსის" , გუნდი ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვის და ამ მიზნისკენ სწრაფვის სურვილი ბოლო ტურებში კიდევ უფრო კარგად დავინახეთ. შეტევასთან ერთად გუნდი დაცვაშიც კარგად თამაშობს, რაც მათ სტატისტიკაზეც კარგად აისახა - 25 გატანილი:16 გაშვებული, ბოლო წაგება "ლაციოსთან" 6 ნოემბერს, მინიმალური ანგარიშით 1:0.