ტუხელმა შესაძლოა, სხვა ლონდონური კლუბი ჩაიბაროს » სპორტის ხაზი

ტუხელმა შესაძლოა, სხვა ლონდონური კლუბი ჩაიბაროს

ტუხელმა შესაძლოა, სხვა ლონდონური კლუბი ჩაიბაროს
19-01-2023, 16:55
Aa Aa
გაზიარება:

როგორც ინგლისური მედია იტყობინება, თუ კლუბის მხრიდან ინტერესი იარსებებს, თომას ტუხელი მზადაა, რომ ლონდონის "ტოტენჰემი" ჩაიბაროს. "დეზები" ბოლო პერიოდია არცთუ ისე სახარბიელო ფორმაში არიან, "არსენალთან" მარცხი კი თითქოს საბოლოო ნიშანი იყო იმისა, რომ გუნდში ცვლილებებია საჭირო.

ანტონიო კონტეს კლუბი პრემიერ ლიგაში ამ წუთისთვის მეხუთე ადგილს იკავებს და ჩემპიონთა ლიგის ზონაში მყოფ, მეოთხეადგილოსან "ნიუკალსთან" ხუთქულიანი ჩამორჩენა აქვს.

იტალიელი სპეციალისტი "ტოტენჰემში" 2021 წლის ნოემბერში დაინიშნა. მისი კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს იწურება. იმ შემთხვევაში თუ კლუბმა მდგომარეობა არ გამოისწორა, არ არის გამორიცხული, რომ კონტემ "სპურსი" დატოვოს.

იმ შემთხვევაში, თუ თომას ტუხელი "დეზებს" ჩაიბარებს, გერმანელი სპეციალისტი გახდება მეხუთე მწვრთნელი, ვისაც "ჩელსისა" და "ტოტენჰემში" ექნება ნამუშევარი გლენ ჰოდლის, ანდრე ვილაშ-ბოასის, ჟოზე მოურინიოს და კონტეს შემდეგ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი