მოგეხსენებათ, მადრიდის რეალმა ესპანეთის სუპერთასის ნახევარფინალურ ეტაპზე გიორგი მამარდაშვილის ვალენსია პენალტების სერიაში დაამარცხა.
აღსანიშნავია, რომ სამეფო კლუბის ფრანგმა ფორვარდმა, კარიმ ბენზემამ აღნიშნულ ტურნირზე ლიონელ მესის მიღწევა გაიმეორა.
საქმე იმაშია, რომ ბენზემამ როგორც ძირითად დროში, ასევე თერთმეტმეტრიანების სერიაშიც მოახერხა გოლის გაიტანა და ეს მისთვის ზედიზედ მე-5 სუპერთასის მატჩი აღმოჩნდა, სადაც გაიტანა.
ცნობისთვის, ბენზემამ ამ 5 მატჩში 5 გოლი გაიტანა, მესიმ კი 5 მატჩში თავის გამოჩენა რვაჯერ მოახერხა.