ერთ-ერთმა ნეაპოლურმა ვებგვერდმა, Areanapoli-მ საინტერესო სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც განხილულია თუ რამდენად აღემატება ნაპოლის მოთამაშეთა სატრანსფერო ღირებულება იუვენტუსისას:
"ნაპოლი და იუვენტუსი ერთმანეთს არამარტო მოედანზე, არამედ მის მიღმაც ეჯიბრებიან. თუ ჩვენ შევადრით ამავე კლუბების მოთამაშეთა სატრანსფერო ღირებულებას, დავინახავთ, რომ წინ სპალეტის გუნდი იქნება, რომელიც კარგი სატრანსფერო პოლიტიკით გამოირჩევა. მათ ძალიან ბევრი იაფი მოთამაშე დაიმატეს, რამდენიმე თვეში კი, მათი ფასი საგრძნობლად გაიზარდა."
"მაგალითად, შეგვიძლია გავიხსენოთ ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც ნეაპოლელებმა სულ რაღაც 10 მილიონის სანაცვლოდ იყიდეს, ახლა კი ქართველის ფასი თითქმის 70 მილიონია. იგივე ითქმის კიმზეც, რომელშიც დე ლაურენტისმა 20 მილიონი გადაიხადა, ახლა კი სამხრეთ კორეელი 50 მილიონი ღირს." - დაწერა Areanapoli-მ.
შეგახსენებთ, რომ ნაპოლის მომდევნო შეხვედრა ხვალ, 23:45-ზე ტურინის იუვენტუსის წინააღმდეგ გაიმართება.