4 იანვარს ტურნირის ფავორიტის, ნაპოლის დამარაცხების შემდეგ, ინტერის გულშემატკივრებს სკუდეტოს მოგების იმედები ჩაესახათ, თუმცა, მიუხედავად ამისა, გუშინ "ნერაძურიმ" დაგეგმილი 3 ქულიდან მხოლოდ 1 აიღო.
ამ ყველაფრის მიზეზი მონცას 31 წლის მცველი, შეცვლაზე შემოსული ლუკა კალდიროლა გახდა, რომლის დარტყმის შემდეგაც ბურთი ინტერის მცველს, ნიდერლანდელ დენზელ დუმფრისს მოხვდა და კარისკენ წასული ბურთი ანდრე ონანამ ვეღარ მოიგერია - 2:2.
საინტერესო ერთი ფაქტია: გუშინდელ შეხვედრაში ინტერის მეორე გოლი ლაუტარო მარტინესმა გაიტანა, რომლითაც არგენტინელს სერია A-ში 11 შედეგიანი ქმედება, შესაბამისად, 8 გოლი და 3 ასისტი მოუგროვდა. საგულისხმოა, რომ ამ მაჩვენებლებით, ლაუტარო მარტინესი ხვიჩა კვარაცხელიას გაუთანაბრდა, რომელსაც შიდა ჩემპიონატში 6 გოლი და 5 საგოლე გადაცემა აქვს მითვლილი (ჯამურად 11).
შეგახსენებთ, რომ ნაპოლი თავის მომდევნო შეხვედრას დღეს, 21:00 საათზე სამპდორიას წინააღმდეგ სტუმრად გამართავს.