გაუთავებელი ტრავმები | გიორგი კოხრეიძემ ფრანგული გრენობლი დატოვა » სპორტის ხაზი

გაუთავებელი ტრავმები | გიორგი კოხრეიძემ ფრანგული გრენობლი დატოვა

გაუთავებელი ტრავმები | გიორგი კოხრეიძემ ფრანგული გრენობლი დატოვა
8-01-2023, 17:00
Aa Aa
გაზიარება:

24 წლის ქართველი ფეხბურთელი, გიორგი კოხრეიძე, რომელიც გრენობლში თამაშობდა, ფრანგულმა კლუბმა ურთიერთშეთანხმების შედეგად გუნდიდან გაუშვა:

"გიორგი ჩვენთან 2021 წლიდან იყო და მიღებული ტრავმების გამო, ბევრი თამაშის შესაძლებლობა არ მიეცა. მიუხედავად ამისა, ჩვენ კოხრეიძე დაგვამახსოვრდება როგორც მორცხვი და საყვარელი ბიჭი, რომელსაც მომავალში მხოლოდ წარმატებებს ვუსურვებთ." - დაწერა გრენობლმა სოციალურ ქსელში.

აღსანიშნავია, რომ გიორგი კოხრეიძეს გრენობლში მხოლოდ და მხოლოდ 8 თამაში ჰქონდა გამართული, 6 შიდა ჩემპიონატის, 2 კი თასზე. ამ პერიოდის განმავლობაში, კოხრეიძეს არც გოლი გაუტანია და არც საგოლე გადაცემა გაუკეთებია.

შეგახსენებთ, რომ ქართველი შემტევი ფრანგულ კლუბში საბურთალოდან გადაბარგდა და თითქოს, მანამდე ნაჩვენები დამაჯერებელი თამაშის მიხედვით, მისი კარიერა უნდა განვითარებულიყო კიდეც, თუმცა გაუთავებელმა ტრავმებმა გიორგის გეგმები ჩაშალა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი