როგორც ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გავლენიანი სპორტული გამოცემა La Gazzetta dello Sport წერს, ლუჩანო სპალეტიმ უკვე იცის, თუ რომელი ფეხბურთელები უნდა დააყენოს ნაპოლის შემადგენლობაში შეტევის ფლანგებზე ინტერის წინააღმდეგ.
ამავე წყაროს ინფორმაციით, ლუჩანო სპალეტი აპირებს, რომ ხვიჩა კვარაცხელიას მარჯვენა ფლანგიდან მატეო პოლიტანო შეუწყვილოს, მიზეზი კი სულ მარტივია, პოლიტანო ინტერის ყოფილი ფეხბურთელია.
გარდა ამისა, ანალოგიური იწერება ჟუან ჟესუსის შემთხვევაშიც (ისიც ინტერის ყოფილი მოთამაშეა), რომელმაც, შესაძლოა, რომ ამირ რაჰმანი ჩაანაცვლოს. საგულისხმოა, რომ ბოლო პერიოდში კოსოვოელს ფიზიკურ კონდიციებთან დაკავშირებით პრობლემები აქვს.
შეგახსენებთ, რომ ნაპოლისა და ინტერის დაპირისპირება 4 იანვარს, 23:45-ზე სან სიროზე შედგება.