DAZN-სთან მიცემული ინტერვიუს შემდეგ, ქართველი ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას თამაშს და მიზანს გახდეს არაპროგნოზირებადი, პრესტიჟული გამოცემა Forbes გამოეხმაურა, რომელმაც ამ თემაზე ვრცლად ისაუბრა.
"კვარაცხელია უნდა შევაქოთ, რადგან ის სწორად მსჯელობს, ფიქრობს, როგორ გახდეს არაპროგნოზირებადი. მუშაობს, რომ მისი შეჩერება იოლი არ გახდეს. ბევრს ვმუშაობ ახალ ფინტებზე, რომ კიდევ უფრო არაპროგნოზირებადი გავხდე, რომ ჩემი თამაშის შესწავლას აზრი არ ჰქონდეს.
მართლაც, თუ მის სისწრაფეს, დაბალ სიმძიმის ცენტრს, თამაშის არაორთოდოქსულ, ველურ მანერას გავითვალისწინებთ, ძნელი გამოსაცნობია, როგორ უნდა შეძლონ მისი შეჩერება, თუკი მის წინააღმდეგ ერთბაშად ორ ფეხბურთელს არ ათამაშებენ. ფაქტია, კვარაცხელიამ კარგად იცის, რომ უნდა გაამრავალფეროვნოს საკუთარი თამაში, რომ არ გახდეს კიდევ ერთი კრასიჩი. ამის შემდეგ, 2023 წელს ჩვენ კიდევ უფრო კარგ კვარას ვიხილავთ იტალიის მოედნებზე, რომელმაც ამ შემოდგომით საოცრად დამუხტა ფეხბურთის ფანები.
ეს კიდევ საშიში პერსპექტივაა იმ მარჯვენა მცველებისთვის, რომლებიც კვარას გზაზე უნდა გადაეღობონ." – წერს FORBES
შეგახსენებთ, რომ 21 წლის შემტევის გუნდი სეზონის განახლების შემდეგ, პირველ შეხვედრას 'ინტერის' წინააღმდეგ, 4 იანვარს ჩაატარებს.