ხვიჩა კვარაცხელია ნაპოლის ძირითად შემადგენლობაშია! » სპორტის ხაზი

ხვიჩა კვარაცხელია ნაპოლის ძირითად შემადგენლობაშია!

ხვიჩა კვარაცხელია ნაპოლის ძირითად შემადგენლობაშია!
21-12-2022, 22:12
Aa Aa
გაზიარება:

სულ რაღაც ერთი საათი დარჩა იქამდე, სანამ ნაპოლი და ლილი ამხანაგურ შეხვედრას სტადიო დიეგო მარადონაზე გამართავენ.

აღსანიშნავია, რომ ნეაპოლურმა კლუბმა სასტარტო შემადგენლობა გამოაქვეყნა, სადაც კვლავ ვხვდებით ქართველ შემტევს, ხვიჩა კვარაცხელიას.

ალბათ, მსგავსი არც უნდა გვიკვირდეს. თუ ლუჩანო სპალეტის სიტყვებს გავიხსენებთ, რომელმაც თქვა, რომ კვარაცხელია ნაპოლის მთავარ ლიდერად ყალიბდება, მაშინ იოლად მივხვდებით, თუ რატომ აწყებინებს ყველა შეხვედრას ძირითადი შემადგენლობიდან სპალეტი ხვიჩას.

შეგახსენებთ იმასაც, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ წინა შეხვედრა ვილიარეალის წინააღმდეგ, ასევე შეუცვლელად ითამაშა და გოლის გატანაც მოახერხა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი