პორტუგალიელმა თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ შესაძლოა საფრანგეთის ლიგა 1-ში ითამაშოს.
37 წლის თავდამსხმელი მანჩესტერ "იუნაიტედთან" კონტრაქტის გაწყვეტის შემდეგ უგუნდოდაა და ახალი გზების ძიებაშია.
უახლოეს მომავალში ვარსკვლავი ახალი კლუბის პოვნას გეგმავს და მისი დამატების ერთ-ერთი პრეტენდენტი ფრანგული "მარსელია", ამის შესახებ ინფორმაციას Footmercato ავრცელებს.
მანამდე ფრანგულმა კლუბმა არაერთხელ უარყო ჭორები კრიშტიანუ რონალდუს შესაძლო ტრანსფერის შესახებ, თუმცა ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები.