რამდენს გადაუხდის FIFA მუნდიალის გამარჯვებულ ნაკრებს? » სპორტის ხაზი

რამდენს გადაუხდის FIFA მუნდიალის გამარჯვებულ ნაკრებს?

რამდენს გადაუხდის FIFA მუნდიალის გამარჯვებულ ნაკრებს?
18-12-2022, 18:10
Aa Aa
გაზიარება:

ალბათ, ბევრი თქვენგანისთვის საინტერესოა იმ ანაზღაურების საერთო ჯამი, რომელსაც მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებული ნაკრები მიიღებს.

როგორც დაიწერა, მუნდიალის თასის მფლობელი ნაკრები ჯამურად 42 მილიონ დოლარს მიიღებს, რაც უპრეცედენტო რიცხვია. რაც შეეხება მსოფლიოს ჩემპიონატის მეორეადგილოსანს, ის 12 მილიონით ნაკლებს, შესაბამისად, 30 მილიონ დოლარს მიიღებს.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე ამხელა ციფრებზე საუბარი არასდროს ყოფილა. მაგალითად, 2018 წლის მუნდიალის მოგების შემდეგ, საფრანგეთის ნაკრებმა 38 მილიონი დოლარი მიიღო.

ამდენად, გასაკვირი არ იქნება თუ გეტყვით, რომ ყველაზე დიდი შემოსავალი დიდ ფორუმებს შორის სწორედ მსოფლიოს ჩემპიონატზეა, რომლის შემდეგაც ჩემპიონთა ლიგა მოდის.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი