მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატზე ლიონელ მესი არგენტინის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა (11) და როგორც აღმოჩნდა, ტიტულის ჩამორთმევით გაბრიელ ბატისტუტა (10) უკმაყოფილო სულაც არ დარჩენილა:
"მესის სარეკორდო ნიშნულს ჩემზე ცუდად საერთოდ არ უმოქმედია. პირიქით, როგორც აქამდე გითხარით, თუ ვინმე არსებობს სამყაროში, ვისაც არგენტინის ყველა დროის ბომბარდირობა ეკუთვნის, ის ლეოა."
"მესი უცხოპლანეტელი არ არის, ის ჩვეულებრივი ადამიანია, რომელიც ფეხბურთს მსოფლიოში საუკეთესოდ თამაშობს. როდესაც მესი შენზე მაღლა დგას, შენ უბრალოდ ვერ დაიტანჯები, მხოლოდ და მხოლოდ სიამოვნებას მიიღებ." - თქვა გაბრიელ ბატისტუტამ.
შეგახსენებთ, რომ მუნდიალის ფინალი არგენტინასა და საფრანგეთს შორის ხვალ, 18 დეკემბერს 19:00 საათზე გაიმართება.