მსოფლიო ჩემპიონტის კულმინაციურ მატჩამდე ერთი დღით ადრე, საფრანგეთის ნაკრების ნახევარმცველმა, ორელიენ ჩუამენმა მედიის კითხვებს უპასუხა, სადაც მესისა და მბაპეს დაპირისპირების თემაზეც ისაუბრა.
მესის წინააღმდეგ თამაში : "ეს მსოფლიო ჩემპიონატის, ეს ლეო მესია, ამიტომ ჩვენ კარგად უნდა დავიცვათ თავი და ყველა ჩვენი თვისება უნდა გამოვავლინოთ. ეს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალია, აქ არის მესი, რომელიც ძალიან მაგარ ფორმაშია, თუმცა ლეოს გარდა არის ფეხბურთელები, რომელთაც წინააღმდეგობის გაწევა შეუძლიათ. მაქსიმალურად მომზადებული უნდა შევცვდეთ ამ ფინალს, რათა ახალი ისტორიის წერა დავიწყოთ."