ფედერიკო კიეზა შესაძლოა სამშობლოში დაბრუნდეს » სპორტის ხაზი

ფედერიკო კიეზა შესაძლოა სამშობლოში დაბრუნდეს

ფედერიკო კიეზა შესაძლოა სამშობლოში დაბრუნდეს
გუშინ, 23:26
Aa Aa
გაზიარება:

იტალიელი ვინგერი ფედერიკო კიეზა შესაძლოა, „ლივერპულს“ დაემშვიდობოს და კარიერა სერია A-ში განაგრძოს. როგორც ავტორიტეტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო იტყობინება, მოთამაშის მომავალთან დაკავშირებით უკვე დაწყებულია გარკვეული მოძრაობა.

რომანოს ინფორმაციით, კიეზა აფასებს „ლივერპულში“ გატარებულ პერიოდს და გუნდთან კარგი ურთიერთობა აქვს, თუმცა სათამაშო დროის ნაკლებობამ მის მომავალზე გავლენა იქონია. სწორედ ამ მიზეზით, რამდენიმე იტალიურმა კლუბმა უკვე გამოთქვა ინტერესისა და ინფორმაციის მიღების სურვილი.

ფედერიკო კიეზა ინგლისურ კლუბს 2024 წლის სეზონის წინ შეუერთდა, თუმცა მისთვის სეზონი გამორჩეულად შედეგიანი ვერ გამოდგა – მან პრემიერ ლიგაში მხოლოდ 14 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 2 გოლი გაიტანა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი