"მიხარია, რომ ლორიას ღირსეულ გაცილებაში წვლილი შევიტანე" - ლუკა ლოჩოშვილი » სპორტის ხაზი

"მიხარია, რომ ლორიას ღირსეულ გაცილებაში წვლილი შევიტანე" - ლუკა ლოჩოშვილი

"მიხარია, რომ ლორიას ღირსეულ გაცილებაში წვლილი შევიტანე" - ლუკა ლოჩოშვილი
6-06-2025, 15:40
Aa Aa
გაზიარება:

გუშინ საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა დინამო არენაზე ფარერებს ამხანაგურ შეხვედრაში უმასპინძლა და მეტოქე 1:0 დავამარცხეთ.

მატჩის ერთადერთი გოლი ლუკა ლოჩოშვილმა გაიტანა, რომელმაც მატჩის შემდგომ ასეთი კომენტარი გააკეთა:

ეს ჩემთვის ნაკრების შემადგენლობაში „დინამო არენაზე“ გატანილი პირველი გოლი იყო. რა თქმა უნდა, შენი ქვეყნის სახელით გატანილი გოლი სასიამოვნოა. მით უფრო ბედნიერი ვარ, რომ ამ გოლით მოვიგეთ შეხვედრა, რომლის შემდეგაც გიორგი ლორიამ სანაკრებო კარიერა დაასრულა. მნიშვნელოვანი იყო, რომ გიორგი ნაკრებიდან ღირსეულად გაგვეცილებინა და ძალიან მიხარია, რომ ამაში ჩემი წვლილიც შევიტანე.

- თქვა ლოჩოშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ლორია საქართველოს ეროვნული ნაკრებიდან ჩატარებული 79 შეხვედრით წავიდა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი