პერესმა შანსი არ მისცა - რაულმა რეალი დატოვა და შემოთავაზებებს განიხილავს » სპორტის ხაზი

პერესმა შანსი არ მისცა - რაულმა რეალი დატოვა და შემოთავაზებებს განიხილავს

პერესმა შანსი არ მისცა - რაულმა რეალი დატოვა და შემოთავაზებებს განიხილავს
28-05-2025, 17:00
Aa Aa
გაზიარება:

მადრიდის „რეალის“ ერთ-ერთი სიმბოლო, რაული, კლუბს ოფიციალურად დაემშვიდობა. უკანასკნელი წლები ის „კასტილიას“ მთავარი მწვრთნელის რანგში მუშაობდა, თუმცა ესპანელმა კარიერის ახალ ეტაპზე გადასვლა გადაწყვიტა.

ადგილობრივი პრესის ინფორმაციით, ლეგენდარული ფორვარდი იმედოვნებდა, რომ მთავარ გუნდში დააწინაურებდნენ. თუმცა, იმ გადაწყვეტილების შემდეგ, რომლის მიხედვითაც კლუბი ჩაბი ალონსომ ჩაიბარა, რაულმა დამოუკიდებელი გზის გაგრძელება არჩია.

„ლოს ბლანკოსის“ აკადემიაში რაული 2018 წლიდან მუშაობდა. ამ პერიოდში ის წვრთნიდა რამდენიმე ასაკობრივ გუნდს და მნიშვნელოვანი წარმატებაც მოიპოვა — 2020 წელს მისი ხელმძღვანელობით „რეალმა“ უეფას ახალგაზრდული ლიგის ტიტული მოიგო.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რაულით სერიოზულად ინტერესდებიან „შალკე 04“, სადაც ის წარმატებულად ასპარეზობდა, ინგლისური „ლიდსი“ და ესპანური „ვილიარეალი“.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი