ნაპოლის საჩემპიონო ვახშამზე აურელიო დე ლაურენტისმა კვარაცხელია ახსენა » სპორტის ხაზი

ნაპოლის საჩემპიონო ვახშამზე აურელიო დე ლაურენტისმა კვარაცხელია ახსენა

ნაპოლის საჩემპიონო ვახშამზე აურელიო დე ლაურენტისმა კვარაცხელია ახსენა
28-05-2025, 13:48
Aa Aa
გაზიარება:

„ნაპოლის“ პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა გუნდის საჩემპიონო ვახშამზე მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე ემოციური სიტყვებით შეაქო და მისი წვლილი განსაკუთრებულად გამოარჩია. თავის გამოსვლაში მან ხვიჩა კვარაცხელიაც მოიხსენია.

კონტემ სეზონი ურთულეს პირობებში ჩაატარა — ვარსკვლავური მოთამაშის, კვარაცხელიას დაკარგვა და გუნდში არაერთი ტრავმა სერიოზული გამოწვევა იყო. მიუხედავად ამისა, მან შეძლო და კლუბს სკუდეტო მოუტანა,“ — აღნიშნა დე ლაურენტისმა.

ანტონიომ მთელს საფეხბურთო სამყაროს აჩვენა, რომ მხოლოდ ტაქტიკური სქემები არ არის გადამწყვეტი — მთავარი არის ღრმა ხედვა და ნამდვილი გაგება იმისა, რაც ფეხბურთია. ამისთვის განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი,“ — დასძინა კლუბის პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლიმ“ ბოლო სეზონში ჩემპიონობა კონტეს ხელმძღვანელობით მოიპოვა, მიუხედავად სირთულეებისა, რომელთა შორისაც ერთ-ერთი მთავარი ქართველი შემტევის, ხვიჩა კვარაცხელიას გამოკლება იყო.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი