"ეს ხვიჩას გარეშე შეძლო, მას უნდა ჩავეხუტო" - დე ლაურენტისი კონტეზე შეყვარებულია » სპორტის ხაზი

"ეს ხვიჩას გარეშე შეძლო, მას უნდა ჩავეხუტო" - დე ლაურენტისი კონტეზე შეყვარებულია

"ეს ხვიჩას გარეშე შეძლო, მას უნდა ჩავეხუტო" - დე ლაურენტისი კონტეზე შეყვარებულია
27-05-2025, 12:02
Aa Aa
გაზიარება:

ხვიჩა კვარაცხელიას გარეშე დარჩენილმა ნაპოლიმ იტალიის ჩემპიონატი საკმაოდ მძლავრ ინტერს დიდ ბრძოლაში მაინც მოუგო, რაშიც ანტონიო კონტეს წვლილი ძალიან დიდია.

სწორედ ამას ამბობს ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტი, აურელიო დე ლაურენტისი, რომლის თქმითაც კონტე უდიდეს პატივისცემას იმსახურებს.

დაკარგა ისეთი ლიდერი, როგორიც ხვიჩა კვარაცხელიაა, თუმცა ტაქტიკა ტაქტიკაზე ცვალა და ჩემპიონობა მაინც მოგვიტანა. ეს ჯენტლმენი დიდ ჩახუტებას იმსახურებს, რადგან კატასტროფასთან მყოფი კლუბი ჩემპიონად აქცია. კონტემ ყველას აჩვენა, რომ მთავარია დიდი სპეციალისტი გყავდეს. მოდით, ის ყველამ დიდი აპლოდისმენტებით დავაჯილდოვოთ!

- ამბობს დე ლაურენტისი.

სხვათა შორის, მიუხედავად ასეთი თბილი სიტყვებისა, იტალიური მედია საერთოდ სხვა სურათზე წერს, რომელიც პრეზიდენტსა და კონტეს შორის არსებობს. მათი მტკიცებით, ანტონიო ლიდერის ყიდვაზე წუწუნით დაიღალა და ახალი სეზონიდან ნაპოლის დამრიგებელი აღარ იქნება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი