კვარაცხელიამ გოლი ვერ გაიტანა, თუმცა აქტიური იყო - რა შეფასება დაიმსახურა ხვიჩამ 'ანტალიასპორის' წინააღმდეგ? » სპორტის ხაზი

კვარაცხელიამ გოლი ვერ გაიტანა, თუმცა აქტიური იყო - რა შეფასება დაიმსახურა ხვიჩამ 'ანტალიასპორის' წინააღმდეგ?

კვარაცხელიამ გოლი ვერ გაიტანა, თუმცა აქტიური იყო - რა შეფასება დაიმსახურა ხვიჩამ 'ანტალიასპორის' წინააღმდეგ?
7-12-2022, 23:13
Aa Aa
გაზიარება:

დიდხნიანი პაუზის შემდეგ 'ნაპოლიმ' თურქეთში ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა და 'ანტალიასპორი' დამაჯერებლად დაამარცხა.

შეხვედრა ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო ქართველმა ფეხბურთელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელმაც გოლის გატანა ვერ მოახერხა, თუმა პირველი ტაიმის განმავლობაში არაერთი სახიფათო მომენტი შექმნა.

მეორე ტაიმში სპალეტიმ ცვლილებები განახორციელა, რაც 21 წლის შემტევსაც შეეხო - ხვიჩამ სათადარიგო სკამზე გადაინაცვლა.

მატჩის დასრულების შემდეგ SofaScore-მა ფეხბურთელები ჩატარებული შეხვედრის მიხედვით შეაფასა. კვარაცხელიას კი 7.0 ქულა ერგო, რაც მე-4 საუკეთესო შედეგი იყო 'პარტენოპეის' რიგებში.

მომდევნო შეხვედრას იტალიური კლუბი 11 დეკემბერს, 'კრისტალ პალასის' წინააღმდეგ გამართავს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი